13:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-26 10:11:08, 3832 ნახვა

ეკონომიკა
მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ძველი თბილისის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეებთან  საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები და მანდატურები. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

მართლწესრიგის ოფიცრები, მანდატურებსა და ფსიქოლოგებთან ერთად, მოზარდებს ბულინგის თემაზე ესაუბრნენ და აღნიშნული პრობლემის ერთობლივად გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. სამართალდამცველებმა მოსწავლეებს გააცნეს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის მნიშვნელობა და თავიანთი მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად  მოიცავს არასრულწლოვნებსა და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათზე რეაგირებას, ასევე, ამ დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. მართლწესრიგის ოფიცრები სკოლის მოსწავლეთა საინფორმაციო და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული. ისინი სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობენ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics