01:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 14:40:18, 3390 ნახვა

მსოფლიო
პირები, რომელთა ცხედრები ინგლისში, სატვირთო მანქანაში აღმოაჩინეს, ჩინელები არიან

39 ადამიანის ცხედარი, რომელიც ინგლისში, ესექსის საგრაფოში, სატვირთო მანქანის კონტეინერში აღმოაჩინეს იდენტიფიცირებულია, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, იდენტიფიკაციის შემდეგ დადგინდა, რომ გარდაცვლილები ეთნიკურად ჩინელები არიან. 

მედიის ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლის დაკითხვა, ამ დრომდე მიმდინარეობს. ის 25 წლის ირლანდიელია. გარდა ამისა, ამ საქმესთან დაკავშირებით ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციამ 2 სახლში რეიდი ჩაატარა, რათა გაერკვიათ უკავშირდება თუ არა მომხდარი ადგილობრივ კრიმინალურ ჯგუფებს.

BBC-ი იტყობინება, რომ სატვირთო მანქანა ბულგარეთიდან დიდ ბრიტანეთში ქალაქ ჰოლიჰედის გავლით მოხვდა. 

ცნობისთვის, ინგლისში, სატვირტო მანქანის კონტეინერში 39 ადამიანის ცხედარი გუშინ აღმოაჩნეს









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics