21:48 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 13:35:23, 2021 ნახვა

სამართალი
მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, სპეცრაზმელმა, რომელმაც მის შვილს ესროლა, თავი მოიკლა

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, სპეცრაზმელმა, რომელმაც მის შვილს ესროლა, თავი მოიკლა.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა, რომელსაც ვერ დაასახელებს.

მისივე თქმით, კიდევ ორმა სპეცრაზმელმა, რომლებიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, ქვეყანა დატოვა.

„მას ვინც ინფორმაცია მომაწოდა, სახელები და გვარები არ მოუწოდებია ჩემთვის. ვრცელდება ასეთი ვერსიები, რომ ერთ-ერთმა, იმ სამი სპეცრაზმელიდან, თავი მოიკლა“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეცრაზმელის მიერ თვითმკვლელობის ფაქტს არ ადასტურებენ.

ამასთან, როგორც ცნობილია, საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში  2 თვის წინ სუს-ის მაშინდელი უფროსი და ამჟამად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics