15:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 17:22:59, 1893 ნახვა

ეკონომიკა
დავით თვალაბეიშვილი: ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად საქართველო ახალ სისტემაზე გადადის

„აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილოება მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა, რომელიც პანელი „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის უსაფრთხოება და მდგრადობა" ერთ-ერთი სპიკერი იყო.

დავით თვალაბეიშვილმა პანელის მონაწილეებს ახალი კანონპროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის მოდერნიზაციას გულისხმობს. მისი ინფორამაციით, პროექტი ხელს შეუწყობს  ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოყვანას და კონკურენციის გაზრდას.

„2 დღის წინ პარლამენტმა პირველი მოსმენით ახალი კანონი მიიღო, რომელიც რამდენიმე თვეში საბოლოოდ დამტკიცდება.  ეს არის  ერთიანი სისტემა. ხაზი მინდა გავუსვა ბაზარი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და მონოპოლიას ადგილი არ ექნება.   ამ მიზნით სპეციალური მექანიზმი ყალიბდება,  რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალეობას. 2021 წლის დასაწყისში ჩვენ წარმოგიდგენთ ელექტრო პლატფორმას, რომელიც ანალოგიურია სკანდინავიის ქვეყნების. ეს მოთხოვნა ჩადებული იყო ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაში. დიდი იმედი მაქვს, რომ 3-4 წელიწადში ჩვენ გავხდებით კონკურენტუნარიანი ქვეყანა და მოვიზიდავთ  ბევრ ინვესტორს  საქართველოში“, -განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics