21:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 14:04:04, 1881 ნახვა

კომენტარი
ლიუ ჰუი: ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე" ჩინეთის ბაზარზე  ქართული ღვინის მნიშვნელობაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ ისაუბრა.

ლიუ ჰუის განცხადებით, ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება და ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოდან ჩინეთში უფრო მეტი ღვინო გავიდეს.  მისი ინფორმაციით, შანხაიში ჩინეთის მეორე ექსპორტ-იმპორტის გამოფენა გაიმართება, ეს  გახლავთ მსოფლიოში უდიდესი პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია იმპორტზე. 

„შარშან ამ გამოფენაში დაახლოებით 170 ქვეყნის და რეგიონის წარმომადგენელი   მონაწილეობდა. იმედი გვაქვს,  რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს  გამოფენაში და გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.  შარშან გამოფენისას ჩინეთის ეროვნულმა ტელევიზიამ რეპორტაჟი მოამზადა საქართველოსა და  ქართულ ღვინოზე, რასაც  ძალიან დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.   ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინელები უკვე იცნობენ საქართველოს და  ქართულ ღვინოს", - განაცხადა  ლიუ ჰუიმ. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics