22:22 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 18:42:03, 1308 ნახვა

კომენტარი
მამუკა ხაზარაძე: პროკურატურა არის არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გენერალურ პროკურატურას „ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორას“ უწოდებს.

აღნიშნული განცხადება ხაზარაძემ მოძრაობა „ლელოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, პროკურატურის მიერ გავრცელებულ საერთაშორისო ექსპერტების შეფასებასთან დაკავშირებით გააკეთა.

 „საქართველოს პროკურატურა ჩემთვის ძალიან არაკომპეტენტურია, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. თქვენ იცით, რომ საქმე არის სასამართლოში, მობრძანდით და გავაგრძელებთ იქ ამ საქმეზე საუბარს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა  ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დაასრულა. უწყებისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი  ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics