19:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 15:32:24, 471 ნახვა

პოლიტიკა
შეიარაღებულმა პირებმა წითელუბანში საქართველოს დროშა ჩამოხსნეს

შეიარაღებულმა პირებმა წითელუბანში საქართველოს დროშა ჩამოხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“  შინაგან საქმეთა  სამინისტროს  საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შალვა ენუქიძემ  დაუდასტურა.  

მისივე თქმით,  შეირაღებულმა პირებმა  დროშა იმ  ტერიტორიაზე ჩამოხსენს, სადაც  ე.წ. ბანერების დემონტაჟი მოხდა. 

„რამდენიმე საათის წინ წითელუბანში სადაც, მოხდა ე.წ. ბანერის მოხსნა ჩამოსული იყო შვიდი ფორმიანი პიროვნება.  სამ მათგან ჰქონდა ე.წ. ნიღაბი. ჩვენ ავამუშავეთ ცხელი ხაზი  ევროსადამკვირვებლო მისიის დახმარებით, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პიროვნებები იყვნენ დე-ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის  ჯარისკაცები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ 10 ივლისს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დასათვალიერებლად. ჩვენი მხრიდან ადგილზე იმყოფებოდა სამხარეო, რეგიონის და  კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები,  უშუალოდ მოადგილე დავით ბაიდაური.  იმისთვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული დაპირისპირება დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ შალვა ენუქიძემ. 

ამასთან, ენუქიძის ინფორმაციით,  უახლოეს მომავალში დაგეგმილია ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეგირების კუთხით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთა შეხვედრა. 

მისივე ინფორმაციით, ქართული მხარე  დე-ფაქტო  ხელისუფლების წარმომადგენლებთან მწვავედ ისაუბრებს  ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics