02:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 15:12:10, 3510 ნახვა

სამართალი
პროკურორი: ჯიშკარიანს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მსხვერპლთან მიახლოება აეკრძალა

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, დეპუტატს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მსხვერპლთან მიახლოება აეკრძალა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი შეძღუდვა მოწმეებთან კომუნიკაციის შეზღუდვას ითვალისწინებს. 

„დამატებით ვალდებულებად მას აეკრძალა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მსხვერპლთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია აეკრძალა. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ შეაფასა და მიიჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელი იყო გირაოს გამოყენების შემთხვევაში დამატებით ვალდებულებებთან ერთად, რომელიც ბრალდების მხარემ მოითხოვა", - განაცხადა საქმის პროკუროა. 

ცნობისთვის, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. სასამართლო პროცესი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გაიმართა. 

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყოპროკურატურამ თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics