|
2019-10-03 19:12:43, 1745 ნახვა
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა: საქართველოს პოზიციები მსოფლიო ბანკის კვლევაში აუცილებლად გამოიწვევს ინვესტიციების შემოსვლას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას
საქართველოს პოზიციები მსოფლიო ბანკის ახალ კვლევაში აუცილებლად გამოიწვევს ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ გადაცემაში „დღის ქრონიკა გურამ ნიკოლაშვილთან ერთად“ სტუმრობისას. როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკის კვლევა ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში და აერთიანებს ყველა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის, ექსპერტების, კვლევითი ორგანიზაციის შეფასებებს. „ჩვენი გაუმჯობესებული მაჩვენებლები, რომელიც დაფიქსირებულია მსოფლიო ბანკის კვლევაში სამაგიდო წიგნია ინვესტორებისთვის. ეს არის ერთადერთი კვლევა, რომელსაც ასევე ეყრდნობიან მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო კომპანიები“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ. რეფორმებს შორის, რომლებმაც განსაზღვრეს საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დაასახელა დღგ-ის ავტომატური დაბრუნების რეფორმა და ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. როგორც მან აღნიშნა მომავალ წელს დაგეგმილი რეფორმები უზრუნველყოფს „ქვეყნის მთავარ ფინანსურ გეგმას მხოლოდ დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია მომავალ კვლევაში, რადგან ყველა ძირითადი პარამეტრი შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და საფინანსო ინსტიტუტებთან და შედგენილია საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. ასე რომ ჩვენ მომავალ წელს უნდა ველოდოთ პროგრესს მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების რეიტინგის გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.
(NS)
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)