22:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 15:05:32, 4165 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ Newsone იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი კიევის ოლქის სოფელ ხოტიანოვკაში მოხდა. პოლიცილები ეძებდნენ მამაკაცს, რომელმაც 23 სექტემბერს სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავდამსხმელი საქართველოს მოქალაქე იყო. გარდა ამისა, პოლიციის ცნობით, ის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე კრიმანულური დაჯგუფების შექმნისთვის იყო გასამართლებული, აგრეთვე მისი სახელი ფიგურირებდა ისეთ საქმეებში როგორიცაა ადამიანების გატაცება და იარაღის უკანონო შენახვა.

გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ დაადგინა, რომ ის ხოტიანოვკაში იმალებოდა. ამის შემდეგ, სამრთალდამცველებმა პროკურატურასთან შეთანხმების შემდეგ სპეცოპერაცია დაგეგმა.

მედიიც ცნობით, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მამაკაცს დანებებისკენ მოუწოდეს, თუმცა საქართველოს მოქალაქემ პოლიციას ისევ ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც ორი სპეცრაზმელი დაშავდა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics