|
2019-09-27 13:58:52, 3404 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილი ევროკავშირის საჯარო ფორუმს „საუბრები კლიმატზე" დაესწრო
ევროკავშირის საჯარო ფორუმი „საუბრები კლიმატზე" კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდასა და საზოგადოების მობილიზებას კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ქმედებებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო პარიზის შეთანხმებისა და გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მონაწილეა და ამ კონვენციით განსაზღვრულ ვალდებულებებს ეტაპობრივად ახორციელებს. „2015 წელს, დავაფიქსირეთ ჩვენი ვალდებულებები ემისიების შემცირების მიმართულებით; გვაქვს განახლებული გეგმა ეროვნულ დონეზე შეტანილი ცვლილებების შესახებ, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. განახლებული გეგმა ამბიციურია; კლიმატის ცვლილების შერბილების საკითხში საქართველომ თავისი განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანოს. სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები უკვე რეალობაა; ჩვენ უკვე არაერთი სტიქიის მომსწრენი გავხდით. გეგმები, რომელიც მთავრობას ამ მიმართულებით გააჩნია, უმნიშვნელოვანესია, მათ შორისაა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ტყის მდგრადი მართვა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ფორუმის ფარგლებში გაიმართა დისკუსიაც, სადაც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებში მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩართვის საკითხებზე იმსჯელეს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ვენსან რეის განცხადებით, კლიმატის ცვლილება არის სწორედ ის საკითხი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. „ნიუ-იორკში გამართულ სამიტზე მსოფლიო ლიდერებმა იმსჯელეს, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ ადამიანებს, როგორც ქალაქების მასშტაბით, ასევე სოფლად. ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ ზომები გამონაბოლქვის შემცირებისთვის, ვეცადოთ, გამოვიყენოთ უფრო ენერგოეფექტური სისტემები და სხვა. ევროკავშირი ცდილობს მსგავს ინიციატივებს დაუჭიროს მხარი. ამ პროცესში ჩართულები არიან ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები. ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან ერთად", - განაცხადა ვენსან რეიმ. სტუდენტებმა, თავის მხრივ, აუდიტორიას თავიანთი გამოცდილება და მოსაზრებები გაუზიარეს კლიმატის საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, პრეზენტაციები წარადგინეს იმაზე, თუ როგორ გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების სტილი კლიმატის ცვლილებაზე და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოების ყოველდღიური ქმედებები კლიმატის სასიკეთოდ გაძლიერდეს. ღონისძიების დასასრულს, ერთობლივი აქცია - „ვიმოქმედოთ შედეგების შესამსუბუქებლად“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ყველა მონაწილემ, კლიმატური ცვლილებების შესამცირებლად, თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღო ცხოვრების წესის კონკრეტული ქმედებით შეცვლის კუთხით. ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ესწრებოდნენ.
(NS)
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)