22:37 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 15:08:59, 6670 ნახვა

მსოფლიო
„გადაწყვეტილება აზერბაიჯანისთვისაც მისაღები უნდა იყოს“ - ფაშინიანი ალიევს კონფლიქტის დარეგულირების ფორმულას სთავაზობს

სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ახალ ფორმულას სთავაზობს, - ამის შესახებ ფაშინიანმა FOX LA-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც პრემიერმა განმარტა, ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღები უნდა იყოს როგორც სომხეთისთვის, ისე - აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის მცხოვრებთათვის.

მე ვარ პირველი ლიდერი სომხეთში, ვინც ამბობს, რომ გადაწყვეტილებები მისაღები უნდა იყოს აზერბაიჯანული მხარისთვისაც, რის გამოც სომხეთში მაკრიტიკებენ, მაგრამ ეს მშვიდობიანი პროცესის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამიტომ ველი, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი ამავე ფორმულას მიიღებს", - განაცხადა ფაშინიანმა. 

შეგახსენებთ, კონფლიქტი ე.წ. მთიან ყარაბაღში 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც ავტონომიურმა რესპუბლიკამ აზერბაიჯანის შემადგენლობა დატოვა. ამის შემდეგ, 1991 წელს მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპირებულია ასევე მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ აზერბაიჯანის 7 რაიონი. 1994 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics