22:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 12:39:39, 6275 ნახვა

მსოფლიო
„დემოკრატებმა“ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს

ამერიკელმა „დემოკრატებმა“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, "დემოკრატიული პარტიის" წარმომადენელმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს. 

როგორც პელოსიმ განმარტა, საქმე ეხება თეთრი სახლის ლიდერის და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარს. 

„პრეზიდენტმა აღიარა, რომ ვლადიმერ ზელენსკის ისეთი ნაბიჯის გადადგმა სთხოვა, რაც მას პოლიტიკური ქულების დაწერაში დაეხმარებოდა. ამით, დონალდ ტრამპმა კანონი დაარღვია და პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ.

ტრამპს ოპონენტები უკრაინის პრეზიდენტისადმი მუქარაში ადანაშაულებენ. კერძოდ, "დემოკრატები" ამბობენ, რომ დონალდ ტრამპი ზელენსკის დაემუქრა სამხედრო დახმარების შეწყვეტით, თუ ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის შვილთან დაკავშირებულ კორუფციულ ბრალდებებს არ გამოიძიებდა. 

2014 წელს ჰანტერ ბაიდენმა უკრაინულ გაზის კომპანია "ბურისმაზე" დაიწყო მუშაობა და მისი სახელი გარკვეულ კორუფციულ გარიგებებში ფიგურირებდა. 

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას თავას ტრამპი უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს "კუდიანზე ნადირობის" მორიგი მცდელობაა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics