00:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 12:56:17, 1775 ნახვა

ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით ქართული პროდუქცია დიდ ბრიტანეთში ექპორტზე გავიდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით,დიდ ბრიტანეთში 600 000 ლარის ქართული პროდუქციის, კერძოდ: ღვინოს, თხილის და ნატურალური წვენების ექსპორტი განხორციელდა.

აღნიშნული ბიზნესკავშირები მეწარმეებმა მიმდინარე წლის 17-დან 20მარტის ჩათვლით,  საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე „IFE 2019” დაამყარეს, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 20 ქართულმაექსპორტიორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა პირველად წარუდგინეს ქართულ ნაწარმიდიდი ბრიტანეთის ფართო საზოგადოებას.

IFE 2019 დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელიც წელს სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე 1350-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროდუქციის მრავალფეროვანი სპექტრი, ამასთანავე, აქცენტი ბიო და გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეშ მყოფ პროდუქტებზე იქნა გაკეთებული. სხვადასხვა ნიშურ პროდუქტებთან ერთად გამოფენაზე ისეთი ინვოვაციური ქართული პროდუქტიც იყო წარმოდგენილი, როგორიცაა საფერავის ჩაი.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics