19:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 10:58:35, 489 ნახვა

პოლიტიკა
ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა

გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. 

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა, შეერთებული შტატების პოზიცია უცვლელია და ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

ამასთან, მან უწყების სახელით კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალოს.

„ჩვენი პოზიცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ ნათელი რჩება. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics