15:53 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-20 15:06:52, 1577 ნახვა

პოლიტიკა
გაჩეჩილაძე ციხელაშვილს: როგორ უძლებთ შემოტევას იმ ხალხისაგან, რომლებმაც ოკუპაციის საკითხში მონაწილეობა მიიღეს?!

 „როგორ იტანთ და როგორ უძლებთ შემოტევას იმ ხალხისაგან, რომელმაც უშუალო მონაწილეობა მიიღო ოკუპაციის საკითხში?!“ - ამ სიტყვებით ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძემ სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს მიმართა.

როგორც გაჩეჩილაძე აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებელი რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება დაიძაბა.

„2004 წლამდე ვაჭრობაც მიდიოდა, ურთიერთობებიც მიდიოდა, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვიდა ხელისუფლებაში და ყველაფერი წყალში არ გადაყარა რუსეთის სასარგებლოდ. მანამდე ასე ვთქვათ ყველაფერი ნორმალურად იყო. მერე ყველამ ვიცით როგორ დაიძაბა სიტუაცია და რა მოჰყვა ამას. ძალიან კარგია რომ სტატისტიკა გაქვთ იმასთან დაკავსირებით, თუ მოძრაობები არსებობს ოკუპირებული ტერიტორიების  მხრიდან ჩვენი მიმართულებით. არსებობს თუ არა რამე კვლევები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რა ხდება ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ინფორმაციები მოდის.

რაც შეეხება მეორე კითხვას, თუ გინდათ ნუ მიპასუხებთ. როგორ იტანთ და როგორ უძლებთ შემოტევას იმ ხალხისაგან, რომელმაც უშუალო მონაწილეობა მიიღო („ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები მყავს მხედველობაში) თავის დროზე ამ ოკუპაციის საკითხში, რომელმაც მოაწყო რუსეთთან ბორდერიზაცია და ახლა დადიან ანტისაოკუპაციო ლოზუნგებით, აწყობენ აქციებს, გვიტევენ თქვენც და ჩვენ და გვაბრალებენ იმას, რაც თვითონ გააკეთეს“, - მიმართა გაჩეჩილაძემ  ციხელაშვილს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics