14:52 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 12:44:42, 1703 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი არის ინვესტიცია საქართველოს მომავალში

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ამ პროექტის დაფინანსებით ეროვნული მნიშვნელობის საქმეს ჩაუყარა საფუძველი“, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი არის ინვესტიცია საქართველოს მომავალში. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნება, რომელიც მსოფლიოში განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ერთ-ერთი ლიდერი იქნება, არის უდიდესი მიღწევა. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ამ პროექტის დაფინანსებით ეროვნული მნიშვნელობის საქმეს ჩაუყარა საფუძველი“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ“ და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდ ევროს შეადგენს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად ფუძნდება. საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად 2020 წლის სექტემბერში იქნება მზად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics