13:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-15 11:28:46, 1667 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი ქალია

"ქართული ოცნება" პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკინსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 მისი შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის შემადგენლობის ნახევარი არიან ქალები.
"პარლამენტში ხუთი მნიშვნელოვანი კომიტეტის ხელმძღვანელები არიან ქალები და ჩემი პირველი მოადგილეც და თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილეც არიან ქალები. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალში ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა გაიზარდოს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics