16:26 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-14 14:23:32, 2528 ნახვა

რეგიონი
კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს

ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს მიულოცეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ადგილობრივების ბაზები დაათვალიერეს და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების კუთხით რეკომენდაციები გაუწიეს.

მეფუტკრე ფერმერებმა ინფორმაცია საფუტკრის მოწყობის, ფუტკრის დაავადებების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების, საშემოდგომო სამუშაობის და ფუტკრის საკვები ბაზის, ასევე მეფუტკრეობაში არსებული თანამედროვე სტადარტების შესახებ მიიღეს. 

ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ფუტკრის მასობრივ გაუჩინარებაზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა. დღეისათვის მსოფლიოში ფუტკრის პოპულაციების 20-დან 80%-მდე გაუჩინარებულია.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ქართული თაფლისთვის ევროპის ბაზარი გაიხსნა, ფერმერების მხრიდან მეფუტკრეობის და თაფლის წარმოების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველოში ამ დროისთვის 40-50 ათასი მეფუტკრეა. მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტიანი დარგია და მას  მზარდი საექსპორტო პოტენციალი აქვს. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics