16:28 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 13:12:25, 1434 ნახვა

რეგიონი
ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში 150-მდე გიდი გადაამზადა

ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში აჭარაში გიდების გადამზადება გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით 40-მდე დამწყები და მოქმედი გიდი ტრენინგებს მაჭახელას, ქედისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადის. ამჟამად, მათ სასწავლო-პრაქტიკული ტური მაჭახელას კულტურულ-ისტორიულ მარშრუტზე ჩაუტარდათ, სადაც ხეობის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და ტურისტულ სერვისებს გაეცნენ.

ტრენინგის მონაწილეები ეთნოგრაფიას, ექსკურსმცოდნეობას, გიდის ფსიქოლოგიას, პირველად დახმარებას, არქიტექტურას, ქართულ ფოლკლორს, საქართველოს, ბათუმის ისტორიას სწავლობენ, მარშრუტებზე პრაქტიკული ტურებისას კი იქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებზე ღებულებენ ინფორმაციას. თეორიულ-პრაქტიკული სატრენინგო პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეების ცოდნას სპეციალური კომისია შეაფასებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდების გადამზადებას აქტიურად 2017 წლიდან ანხორციელებს. დღემდე რეგიონში 150-მდე მოქმედი და დამწყები გიდი დაცული ტერიტორიების, ბათუმისა და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდა. ჯამში, დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამა ბოლო წლებში ტურიზმის სექტორში დასაქმებულმა 2700-ზე მეტმა პირმა გაიარა. მათ შორის საოჯახო-სასტუმრო სახლების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა.

 

 

(NS) 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics