16:51 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 11:42:32, 545 ნახვა

პოლიტიკა
დონალდ ტუსკი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს მოინახულებს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხურვალეთში ჩავა და საოკუპაციო ხაზს მოინახულებს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.

დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში 14 ივლისს, ბათუმში დაიწყება, სადაც ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

15 ივლისს ვიზიტი თბილისში გაგარძელდება, სადაც შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.

„ევროპის საბჭოს პრეზიდენტი გეგმავს საგანგებოდ ჩავიდეს ხურვალეთში საოკუპაციო ზოლის მოსანახულებლად“, - აღნიშნა დავით კერესელიძემ. ამასთან, მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც უწყების წარმომადგენლები დიპლომატებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას დეტალურად მიაწვდიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics