|
2015-07-10 11:57:30, 1820 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი: როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს "ნაცების" მსგავსი პროვოკატორები, ისე ჰყავთ მათაც
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში, „დინამო“ – „გაბალას“ მატჩზე მომხდარ ინციდენტს გარკვეული ჯგუფის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებად მიიჩნევს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მომხდარი საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებზე არ იმოქმედებს. „ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათებთ. როგორც გახსოვთ, შეგზავნილი პროვოკაციული ჯგუფები ჩვენი, ანუ საქართველოს სახელითაც მოქმედებდნენ. ახლა იგივე მოხდა აზერბაიჯანის სახელით. ეს ჩვეულებრივი პროვოკაციაა და ასეთი პროვოკაციები, რა თქმა უნდა, არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებზე. როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს "ნაცების" მსგავსი პროვოკატორები და ავანტიურისტები, ისე მათაც ჰყავთ, ყველა ქვეყანაში არიან ასეთი ადამიანები. ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება", - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილბრივ „გაბალასა“ და თბილისის „დინამოს“ გუშინდელ მატჩზე ინციდენტი მოხდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთმა ჯგუფმა პლაკატები გამოფინა, სადაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ნაწილმა საქართველოს დროშა დაწვა და მასზე ფეხით დადგნენ. გარდა ამისა, მატჩის დასრულების შემდეგ „დინამოს“ გულშემატკივართა ავტობუსს ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. „დინამოში“ აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ „უეფას“ აცნობებენ. მომხდარს გულშემატკივრები 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო" - “გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა პლაკატი გამოფინეს წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)