21:32 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 11:01:37, 611 ნახვა

საზოგადოება
"გაბალასა" და "დინამოს" მატჩზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, "დინამოს" ხელმძღვანელობა უეფა-ს მიმართავს

აზერბაიჯანულ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" მატჩზე გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, "დინამოს" კლუბის ხელმძღვანელობა უეფა-ს მიმართავს.

ამის შესახებ "დინამოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ჯღარკავამ "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

როგორც ჯღარკავამ აღნიშნა, იმის გამო რომ მატჩზე იყვნენ კონცენტრირებული, საქართველოს დროშის დაწვის ფაქტი არ შეუმჩნევიათ.

იქიდან გამომდინარე, რომ ყველანი მატჩზე ვიყავით კონცენტრირებული, არ შეგვიმჩნევია ეს ფაქტი. ეს ყველაფერი საჭიროებს გაანალიზებას. რა თქმა უნდა კლუბის მხრიდან იქნება შესაბამისი განცხადება გაკეთებული. თავისთავად, შესახებ უეფასაც ვაცნობებთ“, - განაცხადა ჯღარკავამ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილბრივ „გაბალასა“ და თბილისის „დინამოს“ გუშინდელ მატჩზე ინციდენტი მოხდა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთმა ჯგუფმა პლაკატები გამოფინა, სადაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ნაწილმა საქართველოს დროშა დაწვა და მასზე ფეხით დადგნენ.

გარდა ამისა, მატჩის დასრულების შემდეგ „დინამოს“ გულშემატკივართა ავტობუსს ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. „დინამოში“ აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ „უეფას“ აცნობებენ.

მომხდარს გულშემატკივრები 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო" - “გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა პლაკატი გამოფინეს  წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics