02:48 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-04 13:11:23, 1247 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი, ელ-პასოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ელ-პასოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ტვიტერზე დაწერა.

"თანავუგრძნობ მსხვერპლთა მგლოვიარე ოჯახებსა და მეგობრებს. ქართველი ხალხი სოლიდარულია ამერიკელებისადმი გლოვის ამ მძიმე წუთებში", - წერს ბახტაძე.

ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა. სავაჭრო ცენტრ „ვალმარტში“ 21 წლის პატრიკ კრუსიუსმა უმისამართო ცეცხლი ახსნა. 

პოლიციელების ინფორმაციით, სროლა Wallmart-ის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, რომელიც Cielo Vista Mall-ის მახლობლად მდებარეობს. შემთხვევის ადგილი მექსიკის სახელმწიფო საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.

ელ-პასოს პოლიციის უფროსის, გრეგ ალენმა განაცხადა, რომ გამოძიება სიძულვის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულად განიხილება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics