02:47 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-28 21:16:03, 3090 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმში, ევროპის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა

ბათუმში, ევროპის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს პარტიის ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა მიმართეს.

მათი თქმით, აქციის მთავარი მოთხოვნებია მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და „ნაციონალური მოძრაობის“ გამოცხადება დამნაშავე პოლიტიკურ ძალად.

"დააკვირდით ტერმინებს: ეს ოკუპანტია, მტერი. ვერ ხვდებით, რომ მტრობისკენ და ომისკენ მიდის საქმე? ჩვენ არ გვინდა მტრობა და ომი, არც რუსეთთან", — განაცხადა თარხან-მოურავმა.

მანვე გააჯღერა, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავს ქართულის ნაცვლად. თარხან-მოურავმა აღნიშნა, რომ "ბრიუსელის და ვაშინგტონის ინტერესების დაცვის ნაცვლად, ახლა ქართული ინტერესის დაცვის დროა".

გარდა ამისა სიტყვით გამომსვლელები სხვადასხვა ჰომოფობიურ მოწოდებებს ავრცეელბენ და ხაზს უსვამენ იმას, რომ პატრიოტთა ალიანსი არის პარტია, რომელმაც უარი უთხრა ლგბტ თემს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics