|
2019-07-26 16:06:06, 2189 ნახვა
სამართალი
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის მმართველ საბჭოსაც ტოვებენ
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმში თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ ხაზარაძემ სასამრთლოში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან განმარტა, თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ანაკლიის პროექტი არ გაჩერდეს. „მე და ბადრი ჯაფარიძემ გადაწყვიტეთ, რომ მომავალ კვირას გვექნება პრესკონფერენცია, შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, გადავიწევით უკანა პლანზე. ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილეობას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით. ამას ვაკეთებთ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს და მერე ვინმემ არ დაგვაბრალოს, რომ „თქვენს გამო სასიცოცხლო პროექტი გაჩერდა“. შეუძლებელია ამ პირობებში ელაპარაკო ბანკებს 650 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე და ყოველდღე, პროკურატურა ასე სახალხოდ გიყენებდეს ასეთ ბრალდებებს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, ანაკლიის მმართველი საბჭოს გარდა, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელების თანამდებობებიც დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)