22:16 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 14:47:04, 1331 ნახვა

კომენტარი
შალვა თადუმაძე: დღეს სასამართლოში პროკურატურიდან არანაირი მითითებები არ მიდის

„დღეს სასამართლო არ არის კომუნიკაციაში პროკურატურასთან და არანაირი მითითებები პროკურატურიდან არ მიდის“, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

„მოდელირებას მოვახდენ  სასამართლოს და პროკურატურას შორის, აღარ მოვერიდები დელიკატურ მიდგომებს.  ყველას გვახსოვს, 2012 წლამდე რა როლი  და გავლენა ჰქონდა პროკურატურას სასამართლოზე თუნდაც  იმ მაჩვენებლით, რაც  გამამტყუნებელი განაჩენი იყო. მე თვითონ თავს არ მოვიტყუებ, ვთქვა, რომ კომფორტული იყო იმ დროს სასამართლოში პირის დაცვა იმიტომ, რომ იდეაში, არაფერს აზრი არ ჰქონდა. დღეს ეს ასე არ არის. ჩემს სიტყვებზე ვარ პასუხისმგებელი, რომ დღეს სასამართლო არ არის კომუნიკაციაში პროკურატურასთან და არანაირი მითითებები პროკურატურიდან არ მიდის. და მეორე, პროკურატურის მენეჯმენტში მონაწილეობენ მოსამართლეები. ნებისმიერ დროს, ანგარიშვალდებული ვარ მოსამართლეების წინაშე“, - განაცხადა  თადუმაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ასევე შესაცვლელია დამოკიდებულება სხვა ხელისუფლებებთან დაკავშირებითაც.

„თუ ასე არ შეიცვალა დამოკიდებულებები სხვა უწყებებთან და სხვა ხელისუფლებების წარმომადგენლებთან დაკავშირებით, მუდმივი პრობლემა იარსებებს, თუ არ იქნა განცდა იმისა, რომ სასამართლო  არის ხელისუფლება“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics