|
2019-07-22 14:59:46, 1900 ნახვა
პოლიტიკა
ოქრუაშვილი: R2-თან დაკავშირებით სარჩელის ქართულ სასამართლოში შეტანას, ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას ვაპირებ
„მე ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას“, - ასე უპასუახა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეიტანა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სარჩელი პარიზის ან ლონდონის სასამართლოებში. როგორც ოქრუაშვილმა განმარტა, მისთვის ეს საქმე პოლიტიკური პროცესია და ლონდონის ან პარიზზის სასამართლოში დავა მხოლოდ იურიდიულ ჭრილში იქენებოდა აღქმული. მისივე შეფასებით, ქართულ სასამართლოში შეტანილი სარჩელით გარკვევა, აქვს თუ არა ქვეყანას მომავალი. „ჩემთვის ეს არ არის იურიდიული პროცესი, ჩემთვის ეს არის პოლიტიკური პროცესი. ძალიან მარტივი მიზეზის გამო არ შევიტანე - ლონდონში ან პარიზში რომ შემეტანა, ეს დავა და ეს სარჩელი და იქ მედავა, არ იქნებოდა ამ საქმისთვის მარტივი პოლიტიკური ჭრილის შეძენა. ჩემთვის ახლა ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, რადგან ამ ყველაფრის უკან დგას ივანიშვილი, ამ ქვეყნის მმართველი. მე ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას, ქართულ სასამართლოში სარჩელის შეტანის მეშვეობით, რომ გაირკვეს ამ ქვეყანას მომავალი აქვს თუ არ აქვს. ლონდონში დავას ამ საკითხზე დავასრულებდი რვა წლის მერე და შეიძლება არსებითი აღარ ყოფილიყო. ეს არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ „რუსთავი 2“-ი პოლიტიკური იარაღი არ არის ჩემთვის, ივანიშვილისთვის კი არის“, - აღნიშნა ირაკლი ოქრაშვილმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)