|
2019-07-22 14:42:51, 2048 ნახვა
პოლიტიკა
ოქრუაშვილი: „ვარდების რევოლუცია“ მე დავაფინანსე
„თქვენ წარმოდგენაც არ გაქვს 1 მილიონი 200 ათასი რა თანხაა იმ შესაძლებლობებისთვის, რაც მე მქონდა, დაახლოებით იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ფული მეშოვა“, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც განმარტა, რომ „რუსთავი 2“ -ს გამოსასყიდათ, მის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს 1 მლნ 200 ათასი ლარი გადაუხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სად იშოვა ოქრუაშვილმა ეს თანხა იმ დროს, ოქრუაშვილმა უპასუხა, რომ გავლენები ყოველთვის ჰქონდა. მათ შორის, მიერ მიერ არის დაფინანებული „ვარდების რევოლუცია“. „არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, 1 მილიონ 200 ათასი დოლარი, ნაღლი ფულის სახით, ჯემალ ინაშვილის მეშვეობით გადავუხადე დვალსა და აქიმიძეს და პლუს ამას უსასყიდლოდ გადავუფორმე „Georgian onlines”-ის 10%-იანი წილი, რომელიც მე მეკუთვნოდა. ეს თანხა იქნა მოზიდული ჩემს მიერ, იმ ადამიანების მხრიდან, რომელთანაც ნებართვა მაქვს, რომ მათი სახელები არ დავასახელო. მე მქონდა გარკვეული სახლის კავშირები მაშინაც, მანამდეც და მას მერეც, თანამდებობა არ გამომიყენებია. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვს 1 მილიონ 200 ათასი რა თანხაა იმ შესაძლებლობებისთვის, რაც მე მქონდა, დაახლოებით იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ფული მეშოვა. 2003 წელს კონსპირაციების თეორიებს რომ აწყობთ და იძახით, რომ სოროსმა დააფინანსა ან ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. 2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით დაფინანსებული იყო ჩემს მიერ. ანუ მაშინაც მქონდა მე ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და იდევ მექნება, თუ ამის საჭიროება გახდა“, - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)