2015-07-06 13:51:32, 668 ნახვა
საზოგადოება
შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, პაციენტი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.
„5-10 წუთის წინ ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. საოპერაციოში შეიყვანეს თუ არა, მალევე გარდაიცვალა. კრიტიკული მდგომარეობა იყო, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი, სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში.
ცნობისთვის, თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის #13-ში მდებარე შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან