|
2019-07-17 15:40:58, 1748 ნახვა
სამართალი
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 13 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულები ა.მ. და ო.ს. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.მ.-მ და ო.ს.-მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 116,8918 გრ. ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი", რომელიც 2018 წლის 16 ნოემბერს ასევე ჯგუფურად ქ.გარდაბანში, უკანონოდ გაასაღეს მოქალაქეზე. სამართალდამცველებმა ა.მ. და ო.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მე-3 ნაწილის „ა" და „ბ", მე-5 ნაწილის „ა" და „ბ" და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით წარედგინათ (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) და ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.მ. და ო.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ა.მ.-ს 13 წლით, ხოლო ო.ს-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)