|
2019-07-12 15:09:10, 1878 ნახვა
პოლიტიკა
„8 ტყუილი, რომელიც გახარიამ თქვა“ - გოკა გაბაშვილი შს მინისტრის ინტერვიუს ეხმაურება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოკა გაბაშვილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ინტერვიუს ეხმაურება. გაბაშვილის შეფასებით, გახარიამ გადაცემაში 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ 8 ტყუილი თქვა: „1. გავრილოვის ამბავი იცოდა ოპოზიციამ და ხმა არ ამოუღია - ტყუილია - გიორგი კანდელაკმა და გიგა ბოკერიამ საჯაროდ მოგმართეს რომ გავრილოვის შემოშვება ქვეყანაში არ შეიძლება და თქვენგან ცინიკური პასუხები მივიღეთ 2. გავრილოვის ქვეყანაში არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა - ტყუილია - საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეიძლება უარი ეთქვას შემოშვებაზე დასაბუთების გარეშე 3. ხელისუფლებამ მყისვე ირეაგირა და ინციდენტი ამოიწურა - ტყუილია - პროტესტის მთავარ მითხოვნაზე კობახიძის გადადგომის თაობაზე ითქვა, რომ ეს არ განიხილება 4. გადატრიალება წლები იგეგმებოდა - ნოუ ქომენთ. პროტესტის მიზეზი დილას აღმოცენდა სავარძელში გაფლაშული ოკუპანტის სახით 5. მზად ვიყავით მოლაპარაკებისთვის - ტყუილია - იმ დროს როცა ოპოზიცია მოლაპარაკებაზე წუთი წუთზე შედიოდა ცეცხლი გახსენით 6. დაშლაზე საჯაროდ გავაფრთხილეთ - ტყუილია - პირიქით, პრემიერ მინისტრმა დარბევამდე 14 წუთით ადრე პიობა დადო, რომ არანაირი დარბევა არ იგეგმება 7. ყველაფერი იყო აუცილებელი მიგერიების ფარგლებში - ტყუილია და ეგ 300 დაშავებულს, 37 დაჭრილ ჟურნალისტს და მაკო გომურს მოუყევით 8. გადადგომა პასუხესმგებლობისგან გაქცევას ნიშნავს - ტყუილია ეს ერთადერთი ფორმაა ახლა დარბევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების. სამართლებრივის დროც დადგება...“, - წერს გოკა გაბაშვილი.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)