|
2019-07-11 13:44:11, 1729 ნახვა
სამართალი
პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული მერებაშვილი დარბაზიდან გათავისუფლდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც საქმის განხილვისას მოსამართლემ განმარტა, ვინაიდან მერებაშვილს პატიმრობის ვადა 15 ივლისს ეწურება და ამ თარიღამდე სასამართლო სხდომა ვერ დაინიშნება, გიორგი მერებაშვილი დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს. დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია, რათა ბრალი დამტკიცდეს. თავის მხრივ პროკურატურა ამბობს, რომ დაცვის მხარე საქმეს განზრახ აჭიანურებს და მიუხედავად გიორგი მერებაშვილის განთავისუფლებისა, მას ბრალი დაუმტკიცდება. ცნობისთვის, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)