22:03 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 11:54:17, 1312 ნახვა

პოლიტიკა
დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებს ვაჟა-ფშაველას სიტყვებით მიმართა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, ბათუმში მიმდინარე კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეებს ვაჟა-ფშაველას სიტყვებით, ქართულად მიმართა.

ტუსკმა ციტატა ვაჟა-ფშაველას ცნობილი წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ წაიკითხა.

„მინდა გავიხსენო ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი ვაჟა-ფშაველა და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: „ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია“. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი კოსმოპოლიტობას გამორიცხავს და ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნამდვილი და ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი. ყველა კოსმოპოლიტი ემსახურება თავის ქვეყანას და ცდილობს, უფრო გაზარდოს და განავითაროს ის. ეს გამოთქმა 100 წელზე მეტი ხნისაა და მოწმობს თავისთავად გლობალიზაციას“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics