21:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 13:47:05, 1320 ნახვა

ეკონომიკა
ავიაკომპანია AtlasGlobal-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

თურქული ავიაკომპანია „AtlasGlobal"-ი, რომელმაც საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება გასული წლის აპრილში შეწყვიტა, თბილისის მიმართულებით ფრენებს მიმდინარე წლის 16 ივლისიდან განაახლებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიის მიერ, წარმოდგენილი ფრენის განრიგების შესაბამისად, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (26 ოქტომბერი), კვირაში 7 სიხშირით (ყოველდღიურად) შესრულდება. რეგულარული რეისები Airbus A319, A320, A321 და A330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, თურქულ ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 8 ივლისს მიენიჭა.

„AtlasGlobal"-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2013 წელს, „Atlasjet"-ის სახელით შემოვიდა. ავიაკომპანია 2001 წელს დაფუძნდა და მოკლე პერიოდში ერთ-ერთ წარმატებულ და სწრაფად მზარდ ავიაგადამზიდველად ჩამოყალიბდა თურქეთში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics