|
2019-07-08 10:28:57, 1501 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: ახალი რეგულაციების მიზანია, უზრუნველყოს საქართველოს ბაზარზე უსაფრთხო სათამაშოების განთავსება
ცნობიერების ამაღლება სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ადგილობრივ ბაზარზე „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის განხილვა იყო სემინარის მთავარი თემა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა. აღნიშნული რეგლამენტი ძალაში 2019 წლის ბოლოდან უნდა შევიდეს. სემინარზე აღინიშნა, რომ ბავშვები მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოები, რომლითაც ბავშვები თამაშობენ, უსაფრთხო იყოს. ახალი ტექნიკური რეგლამენტის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს ბაზარზე უსაფრთხო სათამაშოების განთავსება და ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა. რეგლამენტი მომზადდა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შესაბამისი ევროდირექტივის თანახმად და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, აღნიშნული რეგლამენტის შემოღება საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აქვს ნაკისრი. „ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს კერძო სექტორთან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა. ჩვენ დიდი ხანია გვესმის, რომ საქართველოს ბაზარზე შემოდის სხვადასხვა ტიპის სათამაშოები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს პოტენციურ საფრთხეს ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის - ბავშვებისთვის. შესაბამისად, ეს რეგულაცია უზრუნველყოფს, რომ ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი იყოს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი და ჩვენს პატარებს შეეძლოთ ითამაშონ მხოლოდ მაღალი სტანდარტის და უსაფრთხო სათამაშოებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. სემინარს დაესწრნენ სათამაშოების მწარმოებლები, იმპორტიორები და რეალიზატორები, მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. მათთვის პრესენტაციები მოამზადეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ევროკავშირის პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე ზედამხედველობის ექსპერტები გაერთიანებული სამეფოდან. სემინარი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განსავითარებლად“ ფარგლებში.
(NS)
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)