|
2019-07-06 21:03:47, 2190 ნახვა
სამართალი
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების პატიმრობა შეუფარდეს
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოთხივე ბრალდებულის ადვოკატი არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვს. მათ შორის, ზურაბ ბუდაღალაშვილისა და ბესიკ თამლიანის ადვოკატები გირაოსთან ერთად, ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით, ბრალდებულების კონტროლის შუამდგომლობას აყენებენ. რაც შეეხება გირაოს თანხებს, ადვოკატებმა 3000-დან 5000-მდე ლარის გირაოს შეფარდების შუამდგომლობები დააყენეს. ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივეს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)