|
2015-01-23 15:08:20, 2597 ნახვა
ეკონომიკა
უცხოელ ინვესტორებს მუშახელის უცხოეთიდან შემოყვანა შეეზღუდებათ
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი მუშახელის დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად ახალ კანონზე მუშაობს. „ამ კანონპრექტის შექმნის საფუძველი გახდა, 2013 წელს დადგენილებით მიღებული სტრატეგიის დოკუმენტი „შრომის მიგრაციის შესახებ“, ამ კანონპროქტის ამოცანა მიგრაციული პროცესების მართვაა. ეს გულისხმობს უსაფრთხოებას, ტრეფიკინგთან ბრძოლას და ასე შემდეგ. ეს იქნება კარგი საკუთარი შრომის ბაზრის დაცვისთვის. ეს კარგი იქნება შრომითი ბაზრის პრიორიტეტულად წარმოჩენისათვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეეზღუდება უცხოელი დაასაქმოს. ამ კანონპროექტში იქნება ჩადებული შესაბამისი ნორმები. კანონში არ დევს რაიმე სახის საფრთხეები ინვესტორებისთვის, მათ სამუშაო ბაზრიდან მუშახელის ადგილზე მოძებნა გაუიოლდებათ. ინვესტორი რომ ჩამოდის, ის დაინტერესებულია, რომ ადგილზე მოძებნოს მუშახელი, რადგან მისთვის მუშახელის ჩამოყვანა მეტი ხარჯია, ვიდრე ის, რომ ადგილზე აიყვანოს. ეს სიახლე ინვესტიციების მოსაზიდად არ იქნება შემაფერხებელი, იმიტომ, რომ შრომის მიგრაციის ლეგალიზება ხელს შეუწყობს ინვესტორების უფრო დაინტერესებას, იმიტომ, რო მათთვის ეს რეგულაცია და ფორმალიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ შრომით რესურსებთან, კიდევ უფრო გააადვილებს შრომით ურთიერთობებს“,- განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ჯგერენაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)