|
2019-07-04 15:34:54, 1399 ნახვა
ეკონომიკა
ალავიძე: 3000 მოქალაქეს ეძლევა შანსი, დასაქმდეს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ბაზარზე
„ჩვენ მოვიწვევთ გლობალურ მოთამაშეებს ICT სფეროში, რომლებიც გადაამზადებენ საქართველოს 3000 მოქალაქეს, რომ ისინი გახდნენ მაღალი დონის პროფესიონალები, თამამად ჩაერთონ გლობალურ გამოწვევებში, შევიდნენ და გახდნენ სრულყოფილი მონაწილეები საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე, რითაც ძალიან დიდ წვლილს შეიტანენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა, სადაც გაიხსნა საერთაშორისო ტენდერი ICT - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს 3000 სპეციალისტის გადასამზადებლად. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ICT სფეროს ტრენინგ-პროვაიდერები და IT კომპანიები. პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის შემოდგომიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გაიაროს უფასო კურსი პროგრამირების, მონაცემთა ბაზების, კიბერუსაფთხოების, ქსელების, პროექტმენეჯმენტის, დიაზაინის, ბლოკჩეინის და სხვა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით და მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული სერტიფიკატი. შერჩევის შედეგად საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს მოქმედი 3000 ადგილობრივი სპეციალისტი გაივლის მაღალკვალიფიცირებულ სწავლებას, რაც მიზნად ისახავს ICT სექტორის გაძლიერებას საქართველოში და სერვისების ექსპორტის ხელშეწყობას. „ჩვენი უხეში გათვლებით, ეს არის წელიწადში, დაახლოებით დამატებითი 200-300 მილიონ დოლარამდე ღირებულების შრომითი ბაზარი და მისი პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც გაივლიან კურსს სრულყოფილად, მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატებს და გარანტირებულად დასაქმდებიან უკვე გლობალური მასშტაბით“, – განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ. მინისტრის მოადგილის თქმით, გლობალურ ტექნოლოგიების ბაზარზე კვალიფიციური კადრების დიდი მოთხოვნაა, თუმცა, მიწოდება ამ ნაწილში ძალიან დაბალია. „შესაბამისად, ამისთვის არის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები, რომლებიც მოიცავს საკმაოდ ხანგრძლივ, მაგრამ სიღრმისეული განათლების კურსებს - მათი წარმატებით გავლისა და შესაბამისი სერტიფიკატით აღჭურვის შემთხვევაში, ბენეფიციარი გარანტირებულია, რომ დასაქმდება საერთაშორისო ტრანსაციონალურ კორპორაციაში. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელია იგი გეოგრაფიულად პლანეტის რომელიმე ადგილზე იყოს, წარმატებით შეიძლება ამ სამუშაოს გაწევა, მაგალითად, საქართველოდან“, - აღნიშნა ალავიძემ. აღსანიშნავია, რომ პროგრამა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 2,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
(NS)
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)