01:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 16:10:57, 1531 ნახვა

კომენტარი
ნუკრი ქანთარია: გახარია ეუბნებოდათ სამართალდამცველებს - ითმინეთ, ითმინეთო

„გახარია ვერ იტყოდა, რომ ესროლეთ პირდაპირ ფეხებში, ან არ ესროლოთ თავში, ის მთლიანი შსს-ს ხელმძღვანელია, რომელსაც უამრავი დანაყოფი აქვს თავისი ხელმძღვანელებით, პირდაპირ გახარია იმათ არ ელაპარაკება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

ქანთარია განმარტავს, რომ აქციის დაშლის ბრძანებას შს მინისტრის გარდა სხვა ვერ გასცემდა, თუმცა სამართალდამცავებს კონკრეტულ ინსტრუქციას ის არ აძლევდა.

„მოითმინეთ, არ გადახვიდეთ შეტევაზე“ - ეს იყო გახარიას ერთგვარი მოწოდება და „ითმინეთ, ითმინეთ, ითმინეთ“. მაგრამ როდესაც აღარ შეიძლებოდა მოთმენა, ბუნებრივია, რომ გახარია იღებს ამაზე პასუხისმგებლობას. იქ რიგითი წევრი - შევუტიოთო ვერ გასცემდა ბრძანებას და ვერც სამოქალაქო პირი ამ საკითხში ვერ ჩაერეოდა. გახარია, რა თქმა უნდა, ვერ იტყოდა რომ ესროლეთ პირდაპირ ფეხებში, იმ ცნობილი ფილმის არ იყოს, ან არ ესროლოთ თავში. ბუნებრივია, ეს საკითხი არ იდგა. პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი რატომ უნდა დადგეს, როდესაც გახარია არის მთლიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი და მას აქვს უამრავი დანაყოფი, რომელსაც ჰყავს თავისი ხელმძღვანელები და პირდაპირ გახარია იმათ არ ელაპარაკება. ამ ფონზე ახლა „გახარია გადადექი“ აბსოლუტურად მიზანშეუწონელია“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics