|
2019-07-01 16:31:00, 1558 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ოპოზიციის ხმებიც არის საჭირო, რომ 2020 წელს პროპორციული არჩევნები ჩატარდეს
„ოპოზიციამაც თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგას, ვინაიდან ისინი აქტიურად ითხოვდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის საპარლამენტო უმრავლეოსობა აღნიშულ ინიციატივაზე შეჯერებულია. „რაც შეეხება, ჩვენს საპარლამენტო გუნდს, ბუნებრივია, ჩვენ განვიხილეთ ეს ინიციატივა და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება. ასე რომ ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში იქნება კონსოლიდირებული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ამ გადაწყვეტილებას პარამენტში სჭირდება ხმების სამი-მეოთხედი და შესაბამისად, ოპოზიციამაც თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგას, ვინაიდან ისინი აქტიურად ითხოვდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ახლა საზოგადოების მოლოდინიც არის ის, რომ მხარს დაუჭერს ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას. ოპოზიციის ხმებიც არის საჭირო, რომ 2020 წელს ჩატარდეს პროპორციული არჩევნები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)