|
2019-07-01 14:30:41, 1516 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი - პროპორციულ სისტემას ჩვენ მხარს დავუჭერთ, თუმცა ოპოზიციის მხარდაჭერაც დაგვჭირდება
ჩვენი მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემას მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება, თუმცა ოპოზიციის მხარდაჭერაც დაგვჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო „შერატონში“ განუცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო ინიციატივის „პროპორციული არჩევნები 2020“ პრეზენტაცია მიმდინარეობს. ჩუგოშვილი აცხადებს, რომ გუნდში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა არ გამორიცხავს, „ოცნების“ ზოგიერთმა დეპუტატმა საკითხს მხარი არ დაუჭიროს. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ძალაუფლების დეცენტრალიზაცია არის საზოგადოების ინტერესებში. ჩვენი პოლიტიკური ძალის დამოკიდებულება არის და ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი, ეს არის გუნდის გადაწყვეტილება და მაქსიმალურად ყველა ადამიანმა, რომელიც არის უმრავლესობის წევრი, ამას უნდა დაუჭიროს მხარი. მე ვერ გამოვრიცხავ, რომ იყოს რამდენიმე ადამიანი, რომელმაც შეიძლება არ შეცვალოს პოზიცია და არ დაუჭიროს ამას მხარი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს სულ ორი სამი, მეტი არ წარმომიდგენია. ის, რომ მასობრივად მაჟორიტარების მხრიდან ამ ინიციატივისთვის მხარის დაჭერა არ მოხდეს, მე ამას გამოვრიცხავ. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა ამ ინიციატივის მიმართ, მაგრამ სრული მხარდაჭერის პირობებშიც კი, ქართულ ოცნებას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, შესაბამისად, დაგვჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერაც“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)