16:52 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 16:01:53, 394 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი: რუსეთთან ურთიერთობების დალაგება მთელი მსოფლიოს პრობლემა გახდა

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთბოების დალაგება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემა გახდა. 

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბერუჩაშვილმა Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას აღნიშნა, ვერ გააკეთებს კომენტარს კონკრეტული ჟურნალისტის შეფასებაზე.

"სტატია არ მინახავს და რთული იქნება ახლა ჩემი მხრიდან კომენტარი ერთი კონკრეტული ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ შეფასებაზე. ერთი მინდა დაგიდასტუროთ, რომ საქართველო განუხრელად მიყვება როგორც დაგეგმილია და როგორიცაა ქართველი ხალხის არჩევანი, ევროპული, ატლანტიური ინტეგრაციის გზას. დღეს საქართველომ მიიღო მთელი რიგი სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტები, რომელიც გათვალისწინებულია ჩვენს ვალდებულებეთან, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ვალდებულებებთან დაკავშირებით და სეც არის ნაწილი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პრიორიტეტების. ამიტომ კონკრეტული ჟურნალისტის შეფასებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. 

რაც შეეხება რუსეთს, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება არამარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემა გახდა, გამოწვევების გათვალისწინებით, რაც არის რეგიონში. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და წითელი ხაზები, რომლის ფარგლებში გავაგრძელებთ რუსეთთან დიალოგს და ჩვენს პოლიტიკას",-განაცხადა ბერუჩაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics