16:05 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 18:08:11, 3516 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივა, - ამის შესახებ ევროგაერთიანების ვებვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

სანქციები 2020 წლის 31 იანვრამდე იმოქმედებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება მინსკის შეთანხმების შესრულების შესახებ  საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მოხსენების შემდეგ მიიღეს. ლიდერები მოხსენებით 20-21 ივნისს გამართულ ევროკავშირის სამიტზე წარსდგნენ. 

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა 2014 წელს ყირიმის შეერთებისა და მოგვიანებით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით კონფლიქტის გამო დააწესეს. სანქციები რუსეთის ეკონომიკის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვითი წარმოების სფეროებზე ვრცელდება. ამის საპასუხოდ ოფიციალურმა მოსკოვმა რუსეთში მათი პროდუქტის ექსპორტი აკრძალა.

ცნობისთვის, ევროკავშირი ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ იღებს რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებებს.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics