|
2019-06-27 13:09:23, 1426 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - არ გვისაუბრია იმ დეპუტატების გარიცხვაზე, რომლებმაც მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს
გარიცხვაზე და მსგავს საკითხებზე არ გვისაუბრია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, გუნდში, იმ დეპუტატების გარიცხვის საკითხი არ დგას, რომლებმაც ენმ-ს წევრ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს. „დღეს, რომ ხელისუფლებაში იყოს „ნაციონალური მოძრაობა“, დღესვე იქნებოდნენ გარიცხული. თუმცა ჩვენ ასეთი მიდგომა არ გვაქვს. ყველა ადამიანი, მითუმეტეს დეპუტატი ამ შემთხვევაში სარგებლობს თავისუფალი მანდატით არის თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალი. ეს წარმოუდგენელია რიგი პოლიტიკური ძალებისათვის, თუმცა ჩვენ ასეთი მიდგომა არ გვაქვს და გარიცხვაზე და მსგავს საკითხებზე ნამდვილად არ გვისაუბრია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)