03:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 11:32:34, 1632 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე „ოცნებას“: ღილაკზე ხელის დაჭერით განადგურდებით, ხალხი ქუჩაში შეგაფურთხებთ

"ქუჩაში ვერ გახვალთ, ხალხი შეგაფურთხებთ, ივანიშვილს ამ წითელ ღილაკზე ხელის დაჭერით განადგურებთ, თავს ვერ გამოყოფთ“, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის ორი კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე მსჯელობენ.

„ძალიან დიდი სირცხვილია, რომ თქვენ სხდომის წამყვანები წამებს ითვლით და სოფო კილაძე ახლა რაღაც რეგლამენტში გვსვამს მაშინ, როდესაც თქვენს კოლეგას აბსოლუტურად უსამართლოდ და პოლიტიკური შეკვეთის შესრულების ნიშნით აპატიმრებთ. თქვენ ქუჩაში ვერ გაივლით. აი, ამას გიწინასწარმეტყველებთ, ვერც ერთი აქ მსხდომი ქუჩაში ვერ გაივლით. კი არ გაშინებთ, ეს არის თქვენი მორალური დამღა, ქუჩაში გავლა არის მორალური კატეგორიის, შეგაფურთხებთ ხალხი. რად გიღირთ ღილაკზე ხელის დაჭერა? ვერ ხედავთ, რომ ივანიშვილი სამუდამოდ განადგურებთ დღეს თქვენი ამ წითელ ღილაკზე ხელის დაჭერით?! ვერ გამოხვალთ ვერსად, თავს ვერ გამოყოფთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის ამ განცხადებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. ოხანაშვილმა გოცირიძის სიტყვები მუქარად მიიღო და რომან გოცირიძეს მოუწოდა „წესიერად მოიქცეს“.

„თქვენი მუქარა შეინახეთ თქვენთვის, თქვენ რა მორალური უფლება გაქვთ დაგვემუქროთ ვინ გაივლის ქუჩაში?! მართლა, წესიერად მოიქეცით ახლა, ბატონო რომან, მუქარები შეინახეთ თქვენთვის, მორალი რომ არ გაგაჩნიათ, ვიცით, დასვით კითხვა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics