|
2019-06-26 11:02:30, 1225 ნახვა
პოლიტიკა
კახიანი განმარტავს, რა შემთხვევაში შეუჩერდება ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი
საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, რა შემთხვევაში შეუჩერდება „ნაციონალური მოძრაობის: წევრ, ნიკა მელიას პარლამენტის წევრის იმუნიტეტი. როგორც კახიანმა იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო და წესების კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტლებას ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდოს თუ არა. „საუბარი არის იმაზე, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ თანხმობას მივცემთ, ამის შემდეგ უკვე პროკურატურას ექნება უფლება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. აი, ამ საკითხზე ვმსჯელობთ დღეს. იმ შემთხვევაში თუ ეს მართლა ასე მოხდება, ეს ავტომატურად არ ნიშნავს პროკურატურისთვის უფლებას , რომ დააპატიმროს პარლამენტის წევრი, არამედ პროკურატურას მხოლოდ უფლება ექნება მიმართოს სასამართლო ორგანოს და სასამართლო ორგანო იმ საპროცესო სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. პარლამენტი არ არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო“, - აღნიშნა კახიანმა. იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)