|
2019-06-26 00:25:52, 1147 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ხაზი გადის ციხეზე
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ხელისუფლების პირობებში მისი დაკავება გამორიცხული არ არის. - ამის შესახებ მან, "რუსთავი2"-ს ეთერში განაცხადა. „არ მაქვს საფუძველი, რომ სერიოზულად აღვიქვა, არც იმის საფუძველი, რომ არასერიოზულად აღვიქვა. ერთადერთი, რაც მინდა, მართლა ვიცოდე ბავშვი მყავს და გავხიზნო, გავიყვანო, რომ ეს დისკომფორტი მან არ ნახოს. ჩემთვის ეს პირველი არ არის და ივანიშვილის პირობებში აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ჩვენ ვისხდეთ ციხეში და გახარია პარლამენტში ღაღადებდეს, როგორ იცავდა 20 ივნისს ადამიანის უფლებებს. როდესაც ხელისუფლება გადადის დათვის ტყვიების სროლაზე და პატარა გოგოებს და ბიჭებს ნადირისთვის განკუთვნილ ტყვიებს ესვრის, ასეთ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა. მტკიცედ უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ მხნედ, დაჭერები, ბრძოლის შემადგენელი ნაწილია, ციხე. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ ჯერობით ვართ ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ხაზი გადის ციხეზე. არ არის პრობლემა. ჩვენ ამაყად, წელში გამართული, ღიმილით შევალთ ციხეში და ზუსტად გამოვალთ ციხიდან,“-განაცხადა გიგი უგულავამ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)