|
2019-06-25 19:34:06, 1241 ნახვა
პოლიტიკა
„ის გიჟი [სააკაშვილი] რომ გირეკავთ სტარტზე დგახართ“ - ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას მანდატის შეჩერებაზე მსჯელობენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა უკმაყოფილება გამოთქვა, მელიას პასუხისგებაში მიცემის გამო. მისივე თქმით, არასწორია როდესაც "ქართული ოცნება" ნიკა მელიას აბრალებს 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს. რატიანის გამოსვლამ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდიანარაძის გაღიზიანება გამოიწვია. "ნუ დემაგოგობ, ახლა ზიხარ, ტყუილს ამბობ და საზოგადოება შეცდომაში შეგყავს", - განაცხადა მდინარაძემ. კამათის ფონზე სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა დატოვა. "ევროპული საქართველოს" წევრის შემდეგ, სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემაც დატოვა. გასვლამდე, გოცირიძემ აღნიშნა, რომ ბიურო დაკომპლექტებულია ბიძინა ივანიშვილის ხალხით, რომელიც დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. "თქვენ ასრულებთ ივანიშვილის დაკვეთას", - მიმართა გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. მას მამუკა მდინარაძემ უპასუხა: "ჩვენ არ ვართ "ნაციონალური მოძრაობა", თქვენნაირი სისხლისმსმელები არ ვართ. ის გიჟი [სააკაშვილი] რომ გირეკავთ, სტარტზე დგახართ. ჩვენ ასე არ ვიქცევით. ყველას გვაქვს ჩვენი აზრი, რომელსაც ვაფიქსირებთ", - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. უწყებამ პარლამენტს წინადადებით მიმართა, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს მელიას დაკავების თაობაზე თანხმობას სთხოვს.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)