03:53 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 16:17:06, 1194 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე: შეასრულეთ ხალხის მოთხოვნა თუ არ გინდათ, გახარიას გადარჩენას მშვიდობა გადააყოლოთ

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, მოქალაქეების მოთხოვნა შეასრულოს და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადააყენოს. 

ვაშაძის შეფასებით, ნაცვლად იმისა, რომ მმართველ გუნდს 20 ივნისის ღამეს განვითარებულ პროცესებზე ემსჯელა, ისინი ოპოზიციას ესხმიან თავს.

„დღეს სახალხო პროტესტის მეექვსე დღე არის და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს იმედი გვქონდა, რომ პარლამენტის პირველივე სხდომაზე იმ საკითხების განხილვა დაიწყებოდა, რაც საქართველოს მოქალაქეს ასე მტკივნეულად აღელვებს. ამის მაგივრად ვნახეთ ჯერ ძალადობრივი, უნიჭოდ დადგმული პროვოკაცია, შემდეგ ასევე უნიჭოდ დადგმული ზეიმი, რომელსაც იმასთან რაც დღეს საქართველოში ხდება არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ყველაზე სავალალო არის ის რომ ძალადობა დღეს პარლამენტში, რომლის მიზანიც ოპოზიციონერი დეპუტატები იყვნენ, სინამდვილეში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეზე. 7 წელია სახელმწიფო სისტემურ კრიზისშია, 7 წელია ჩვენ გვაქვს ერთ პარტიული დიქტატურა. გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მინდა ვკითხო აი ამ პიროვნებებს ვინც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ისხდნენ, როგორ არ მოგაფიქრდათ არც ერთ თავში რომ დაზარალებულებისთვის ერთი თანაგრძნობის სიტყვა გეთქვათ. რაც გინდათ დაარქვით ამას გინდა მოთხოვნა დაარქვით, გინდა რჩევა დაარქვით, გინდა თხოვნა დაარქვით - არც ერთის არ შეგვეშინდება. რაც შეიძლება სწრაფად შეასრულეთ ხალხის მოთხოვნა და რაც შეძლება სწრაფად გადავიდეთ ამის შემდეგ პოლიტიკურ დიალოგზე. თუ არ გინდათ, რომ თქვენ გაჯიქებას და გახარიას და სხვა დამნაშავეების გადარჩენის მცდელობას გადააყოლოთ სამოქალაქო მშვიდობა. ჩვენ არც რევანში გვჭირდება, არც არეულობა გვჭირდება. მზად ვართ დიალოგისთვის. სხვათა შორის დიალოგისთვის მზად ვიყავით იმ ღამესაც როდესაც გაზი შემოგვასხით სახეში“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics